დავით ნარმანია საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის გახსნას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის „დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“ გახსნას დაესწრო. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება მსოფლიოსთან დემოკრატიული რეფორმების სფეროში და მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა საქართველოში. სამდღიანი ფორუმი, რომელშიც 13 ქვეყნის 30–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, ტარდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL), საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრის (EPRC) ეგიდით და Omidyar Network-ის, ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“, საქართველოს ბანკისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები