ნორლანდი: საქართველოს შეუძლია ბოლო, 20-წლიანი მიღწევებით იამაყოს

საქართველოს შეუძლია იმ მიღწევებით იამაყოს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელდა – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, საქართველო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების მოდელია.
“ამერიკის სტენფორდის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწავლო დაწესებულება მსოფლიოში და დოქტორი ფუკუიამა მსოფლიოში ცნობილია მისი ნაშრომებით და ისტორიული ანალიზით. ფორუმი საშუალებას აძლევს სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კურსდამთავრებულებს რეგიონიდან, რომ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საკითხებში და, რასაკვირველია, საქართველო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების მოდელია, რაც განაპირობებს, რომ ეს ფორუმი თბილისში ტარდება”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები