“ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ქვეყანაში, მართლაც, ძლიერი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედიის უზრუნველყოფა“

საქართველოსთვის ყოველთვის პრობლემატური იყო მედიის თავისუფლების დონის დაბალი რეიტინგები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2007 წელს ხელისუფლებამ მიითვისა ოპოზიციური ტელევიზია “იმედი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედიის უზრუნველყოფა.
“ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ქვეყანაში, მართლაც, ძლიერი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედიის უზრუნველყოფა. ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მტკიცე დემოკრატიის მშენებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩემთვის არ არის სასიამოვნო ის, რასაც ამბობენ და წერენ პირადად ჩემზე, ჩემს მთავრობაზე, მე მაინც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ამის უფლება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ზოგჯერ არ სიამოვნებს, რაც მასზე და მის მთავრობაზე მედიაში იწერება, თუმცა, მისი თქმით, იბრძოლებს, რომ ჟურნალისტებს ამის უფლება ჰქონდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები