ნორლანდი სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებს გამოეხმაურა

აშშ -ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებს გამოეხმაურა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს.
„მე არ მაქვს ინფორმაცია ამ პროცესზე. ზოგადად გეტყვით, რომ პროცესი კანონის უზენაესობის დაცვით უნდა წარიმართოს, უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა, ერთის მხრივ, ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებს და, მეორე მხრივ, ერთობისა და თანამშრომლობის საკითხებს შორის, ეს განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონში კრიზისული სიტუაციების ფონზე“, – აღნიშნა ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები