რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში ახალ ინიციატივას არეგისტრირებენ

რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში ახალ ინიციატივას არეგისტრირებენ. პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრები რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დაარღვევენ, ისინი დასანქცირდებიან.

ინიციატორების თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოს პარლამენტის წევრი მთავრობის წევრს კითხვით მიმართავს, ადრესატი კი მათ არ პასუხობს. მათივე განმარტებით, ცვლილებები ამ რისკების პრევენციას მოახდენს.

“რეგლამენტში ცვლილებები ითვალისწინებს სერიოზულ სანქციებს, რომელიც აუცილებლად უნდა გავრცელდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, როდესაც ისინი კონკრეტულად არ ითვალისწინებენ საქართველოს კონსტიტუციას და თქვენ იცით, რომ საქართველოს კონსტიტუციით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელიც კითხვებს სვამს, რომელსაც აინტერესებს დახარჯული ბიუჯეტი. მრავლად არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი ინფორმაციები ჩვენამდე არ მოდის, იმიტომ რომ უბრალოდ საქართველოს ხელისუფლება არაფრად არ თვლის საქართველოს პარლამენტის მუშაობას,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები