“საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება, იყოს” – სალომე ზურაბიშვილი

“არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს”, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ს გადაცემაში წამყვანის მოსაზრებას, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრორუსია.

„თქვენ თქვით პრორუსი პრემიერმინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება, იყოს. შეიძლება, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქვთ შიში კონკრეტულ მომენტში შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, ჰქონდეთ სურვილი გადადგან ნაბიჯი, რამაც შეიძლება, რაღაც შედეგი მოიტანოს. ყველაფერი ეს კი, მაგრამ ფუნდამენტურად პრორუსობა არა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები