პარლამენტმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის  ანგარიში წარადგინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებელმა ისაუბრა კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობაზე, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საკონტროლო ფუნქციების შესასრულებლად გაწეულ ღონისძიებებზე.

კახა კახიშვილმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და  მოქალაქეებთან კომიტეტის ურთიერთობაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს რეგიონებში მოქალაქეებთან და ამიტომ რეგიონული პოლიტიკის სწორად წარმართვის მიზნით კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია მათთან ჰქონდეს უშუალო კომუნიკაცია და ამის შედეგად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება. ასევე, უნდა მოვიფიქროთ რეგულაციები, რა სახით შეიძლება წარდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პარლამენტის წინაშე ანგარიშით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები