მეცნიერებმა ებოლას 300 მუტაცია გამოავლინეს
ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა ებოლას ვირუსის 99 გენომი შეისწავლა, რომლის ამოღებაც 78 დავირუსებული პაციენტისგან მოხდა. გამოკვლევები მიმდინარეობდა სიერა-ლეონეში, სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეობდა 78 დაინფიცირებული ავადმყოფი. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ებოლას ვირუსს ახასიათებს დაახლოებით 300-მდე მუტაცია, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება საწყისი ფორმებისგან. ვირუსის მუტაციების სრული სია გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ ,,Science“-ში. ამერიკელ მეცნიერთა თქმით, ეპიდემიის ახალი აფეთქება გამოწვეულია ე.წ. ზაირის ებოლით, რომელიც ყველაზე საშიშია მუტირებულ ვირუსებს შორის, ის გადადის აირწვეთოვანი გზით. სწორედ ამ ტიპის მუტაციამ იფეთქა დასავლეთ აფრიკაში და შემდეგ კონტინენტის სხვა რეგიონებსაც მოედო.