აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა

დღეიდან აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, პროექტში ჩართული იქნება ყველა სადაზღვევო კომპანია, ვისაც სურვილი ექნება და გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. “გრძელდება სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით. ეს გახლავთ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია აგროდაზღვევის სისტემის შემოღებაზე, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს პროცენტის სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ვრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომელზეც საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად იქნა ინფორმაცია მოძიებული. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი – 95%-მდე. ამ თანადაფინანსებას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე განმარტებით, პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. იგი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები