ირაკლი კობახიძე: ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონი არ მოსწონთ მხოლოდ უცხოურ აგენტებს – დანარჩენ ყველა ობიექტურ შემფასებელს მოსწონს

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონი არ მოსწონთ მხოლოდ უცხოურ აგენტებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული კანონის პირობებში ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს არასრული ლეგიტიმაცია ექნებოდათ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონი არ მოსწონთ მხოლოდ უცხოურ აგენტებს. დანარჩენ ყველა ობიექტურ შემფასებელს მოსწონს ეს კანონი. არსებული კანონის პირობებში, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს შევხვდებოდით რთული ვითარებით, როდესაც „ცესკოს“ თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს ექნებოდათ არასრული ლეგიტიმაცია. საპარლამენტო არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სრულფასოვანი სათანადო ლეგიტიმაცია და ამას ემსახურება ინიცირებული კანონიც. სწორედ ამიტომ არ მოსწონთ ეს კანონი უცხოელ აგენტებს, ყველა სხვას კი მოსწონს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები