დავით ლორთქიფანიძე: სოსო ცოცხალია, ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა
სოსო ცოცხალია (სურათი ამ წუთსაა გადაღებული) ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თანადგომით, – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„SOS!!! ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ… ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი. სოსო ცოცხალია (სურათი ამ წუთსაა გადაღებული) ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თანადგომით“, – წერს დავით ლორთქიფანიძე Facebook-ზე.