შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა და წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული და კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.