პარლამენტში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
საკანონმდებლო ორგანოში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. განიხილება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გასცა. მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ და იმედოვნებენ, რომ მათ რეკომენდაციებს „ქართული ოცნება” გაიზიარებს.
შეხვედრას მმართველი გუნდი, პარტია „საქართველოსთვის” და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.