ზოოპარკულ “ყინულის აქციაში” მონაწილეობაზე ლემურებმა და მაიმუნებმა უარი “განაცხადეს„ (ვიდეო)

    ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზოოპარკულ Ice Bucket Challenge-ში მონაწილეობისთვის ის ცხოველები შეირჩნენ, რომლებსაც ბანაობა უყვართ და ჭყუმპალაობა-წუწაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.
მათივე ინფორმაციით, აქციაში ჩართვაზე უარი “განაცხადეს” ლემურებმა და მაიმუნებმა, რომლებსაც “დიდად არ ეხატებათ გულზე“ წყლის აბაზანები.
“ჩვენთან წყლის მოყვარულთა საზოგადოების მოწინავე პოზიციები ვეფხვებს უკავიათ. გამონაკლისს არც თეთრი ვეფხვის ბოკვრები წარმოადგენენ. ამ პატარებმა ბავშვებივით იციან წუწაობა; და რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, გაწუწვის კვირეულს ზოოპარკში მათ გარეშე ჩაევლო. ადრეც გიყვებოდით და ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენი თეთრი ვეფხვის ბოკვრები ძალიან ავები არიან, ამიტომ არც გაგვკვირვებია, როცა წყლის გადასხმის ინიციატივას ეს ბრაზიანი ბავშვი მისი უკარება ხასიათის შესაბამისად შეხვდა: წიოკით გავარდა და აღშფოთებული ღრენა-სისინით დააჯილდოვა გადამსხმელი: პაატა ბედიაშვილი, დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში. თეთრი ვეფხვების შემდეგ ესტაფეტა ჩვენს სუპერვარსკვლავს, შუმბას გადაეცა. ვნახოთ, როგორ მიიღებს მომავალი მეფე ამ გამოწვევას“-აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები