რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: დიდ აქციებზე ოცნებობენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია დიდი აქციების ჩატარებაზე ოცნებობს. მისივე თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას თავი მოაბეზრა.
„ცხადია, ისინი დიდ აქციებზე ოცნებობენ, მაგრამ ამის უნარი არ გააჩნიათ. საბოლოოდ, ამით უკვე იმდენად მოაბეზრეს ჩვენს საზოგადოებას თავი, რომ ალბათ ვერც ხვდებიან, იმდენად სწრაფად ეშვებიან პოლიტიკური უფსკრულისაკენ. ცხადია, ამ პროცესების საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აქცია დააანონსა.