ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამ კუთხით მნიშვნელოვანია იუსტიციის საბჭოს დარჩენილი ორი კანდიდატის არჩევა

“დიდი იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის საბჭოს დარჩენილი ორი კანდიდატის არჩევა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

„გაგრძელდება კონსულტაციები და ვნახოთ, დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კენჭისყრა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები