ნინო წილოსანი დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი დუშეთის მუნიციპალიტეტის 1-ელი და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნინო წილოსანი მოსწავლეებს ესაუბრა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასა და პრიორიტეტებზე, საკონსტიტუციო ჩანაწერზე სახელმწიფოს მიერ მამაკაცებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა გენდერული დისკრიმინაციის ფორმებზე, ქალების ჩართულობაზე პოლიტიკაში, გენდერულ კვოტაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საბჭოს მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევებზე. სკოლის მოსწავლეებმა, ასევე, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები