“აზიმუტი” მოსკოვიდან თბილისში კვირაში 7 რეისს შეასრულებს

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” საქართველოში ფრენებს 17 მაისიდან დაიწყებს და მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს.

ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ დღესდღეობით “Azimuth Airlines” არ არის შეყვანილი ევროკავშირის შავ სიაში.

სააგენტო სხვა რუსული ავიახაზების განაცხადების განხილვას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები