ამერიკის კინოაკადემიამ 2014 წლის საპატიო ოსკარის ლაურეატები დაასახელა
ამერიკის კინოაკადემიამ 2014 წლისათვის საპატიო ოსკარის ლაურეატები დაასახელა. როგორც კინოაკადემიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, საპატიო ოსკარის მფლობელები გახდნენ: ფრანგი მსახიობი, სცენარისტი და მწერალი ჟან-კლოდ კარიერი, გამოჩენილი იაპონელი ანიმატორი ჰაიაო მიძიაკი და ირლანდიელი მსახიობი მორინ ო’ჰარა. რაც შეეხება ჯინ ჰერშოლტის სახელობის ჰუმანიტარულ პრემიას, მას ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე ჰარი ბელაფონტე მიიღებს. საპატიო ოსკარით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 8 ნოემბერს კინოცენტრ „Hollywood & Highland Center „ -ის დარბაზში „Dolby Ballroom „ გაიმართება .
წყარო: segodnya.ua