საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს შერეული გუნდური ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
გუნდმა საწყის ეტაპზე მონღოლეთისა და ბრაზილიის ძლიერი ნაკრებები დაამარცხა, მეოთხედფინალურ სტადიაზე კი იაპონიის უძლიერეს ნაკრებთან დამარცხდა.
“რეპეშაჟში ქართველებმა უზბეკეთის გუნდთან 4:2 იმარჯვეს და ჩვენი მეტოქე ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლაში გერმანიის ნაკრები იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისათვის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ფინალური ბლოკი 19 საათზე დაიწყება”, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.