აპრილის თვეში მომსახურების სააგენტომ დისტანციური კონსულტაცია 28 000-მდე მომხმარებელს გაუწია
“აპრილის თვეში მომსახურების სააგენტომ დისტანციური კონსულტაცია 28 000-მდე მომხმარებელს გაუწია”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ პერიოდში, სტატისტიკურად, მომხმარებელთა დაინტერესება ყველაზე მეტად გამოიწვია მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული დოკუმენტების თარგმნის საკითხმა.
ამავე ინფორმაციით, მომსახურების სააგენტო ახორციელებს მის მიერ დამზადებული დოკუმენტების თარგმნას ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, და ბერძნულ ენებზე.