ისტორიაში პირველად – მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებიან
ისტორიაში პირველად – მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ფინალური ბლოკი 19 საათზე დაიწყება.
“კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ერთმანეთს ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი – ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი – ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებიან.
ლაშა ბექაურმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა იაპონელ სანშირო მურაოს მოუგო, ლუკა მაისურაძემ კი იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ფინალური ბლოკი 19 საათზე დაიწყება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.