Red Wings-მა “როსავიაციას” თბილისში ფრენების განხორციელების ნებართვისთვის მიმართა
რუსეთის ავიაკომპანია Red Wings-მა “როსავიაციას” თბილისში ფრენების განხორციელების ნებართვისთვის მიმართა.
რუსული მედია “როსავიაციის” მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ Red Wings-მა თბილისში ფრენების ნებართვას მოსკოვიდან, სამარადან და ყაზანიდან მოითხოვა.
მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მუდმივი რეისების განხორციელების ნებართვა “აეროფლოტს” და Nordwind-ს აქვთ, დროებითი – “აზიმუტს”.
სამარადან მუდმივი რეისების ნებართვა -“ურალის ავიახაზებს”, “UVT Aero”-ს და “სმარტავიას” გაჩნიათ.
ყაზანიდან – “პობედას”, “UVT Aero”-ს და Nordwind-ს.
თუმცა, Red Wings-ის ავიაპარკში შიდა წარმოების SSJ100 თვითმფრინავებია, ისევე როგორც “აზიმუტში”.
დანარჩენ კომპანიებს უცხოური წარმოების ხომალდები აქვთ.