მედია: რუსეთის ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყებენ

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყონ.

ამის შესახებ “რია ნოვოსტის” საავიაციო წრეებში წყარომ განუცხადა.

„რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება“, – განაცხადა წყარომ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რომელიც ძალაში 15 მაისიდან შედის, და ასევე გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის დაწესებული ქვეყანაში ფრენების აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები