„Imagine Dragons-ის” კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას 25 ათასამდე ადამიანი ელოდება
„Imagine Dragons-ის” კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას ამ წუთებში ვებგვერდ Tkt.ge-ზე 25 ათასამდე ადამიანი ელოდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესი დღეს, 16:00-ზე დაიწყება. კონცერტზე დასწრების მსურველები რიგს წინასწარ ჯავშნიან. ბილეთის შეძენის მსურველების რიცხვი ყოველწამიერად იმატებს.
შეგახსენებთ, რომ „Imagine Dragons-ის” კონცერტი „მიხეილ მესხის სტადიონზე“ 31 აგვისტოს გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 100 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.
TKT. ge – ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ. „თიბისის“ „ვიზა“ ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება მოქმედებს.
„Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – BSA.ge -ზე მხოლოდ Star Ring – ის (იგივე Golden Ring) ბილეთების შეძენაა შესაძლებელი. BSA.ge-ზე არ მოქმედებს „თიბისი ბანკის“ ფასდაკლება.