რუსეთის ტუროპერატორები საქართველოში საგზურების გაყიდვას ფრენების განახლებიდან 2-3 კვირაში დაიწყებენ

რუსეთის ტუროპერატორები საქართველოში საგზურების გაყიდვებისთვის ფრენების განახლებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ იქნებიან მზად.

ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის ვიცეპრეზიდენტმა, დიმიტრი გორინმა განუცხადა.

მისი თქმით, საგზურების საფასურის განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია. ამჟამინდელი ფასები ყალიბდება შემაერთებელი ტრანსპორტირების საფუძველზე. კერძოდ, ერევანში ტრანსფერით ფრენა 30-35 ათასი რუბლი ღირს. ამ თანხას ემატება სასტუმროს ღირებულება.

გორინი ამბობს, რომ საქართველო პოპულარული მიმართულებაა რუსი ტურისტებისთვის.

“ქვეყანა გთავაზობთ მთელი წლის დასვენებას – კულტურულ, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ, გასტრონომიულ, ზაფხულში – სანაპიროზე, ზამთარში – თხილამურებით სრიალს. გარდა ამისა, საქართველო შესაძლოა, რუსებისთვის საინტერესო იყოს როგორც სხვა ქვეყნებში ფრენების სატრანზიტო კვანძი”, – თქვა მან.

სააგენტო “ავიაპორტის” აღმასრულებელი დირექტორის, ოლეგ პანტელეევის თქმით, ”შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნა ძალიან დადებითი ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში შვიდი რეისი საკმარისი ვერ იქნება, არაფერს მაინც ჯობს.”

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით“, დიდი ალბათობით, Superjet 100-ით. შესაბამისად, სავარძლების ასეთი რაოდენობა საკმარისი ვერ იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები