“როდემდე უნდა დაგველია ქართული ღვინო და გვეჭამა ხინკალი მოსკოვში, წავედით საქართველოში” – თინა კანდელაკი

“გაზპრომ-მედა”-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი კრემლის ლიდერის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას მიესალმება.

კანდელაკმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ “ეს შესანიშნავი ამბავია”.

“საქართველოსთვის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. მორჩა, წავედით ვიზების გარეშე. ყველას უხარია! კიდევ კარგი, თორემ რამდენი ხანი უნდა დაგველია ქართული ღვინო და ხინკალი გვეჭამა მოსკოვში. ახლა საქართველოშიც შეიძლება. როგორც იტყვიან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. შესანიშნავი ახალი ამბავია, ძვირფასო მეგობრებო!”, – ამბობს კანდელაკი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები