“საქართველოსთან ფრენები შესაძლოა, უკვე მაისის ბოლოდან განახლდეს” – რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

რუსეთიდან საქართველოში ფრენები შესაძლოა, ერთი თვის განმავლობაში დაიწყოს, თუ მხარეები მკაცრ პირობებს არ დააყენებენ.

ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ვიცეპრეზიდენტმა, არტურ მურადიანმა განუცხადა.

„უახლოეს დღეებში გავარკვევთ, რამდენად სწრაფად და, რაც მთავარია, რა პირობებით შეძლებენ ქართული და რუსული ავიაკომპანიები ფრენების განახლებას და ყველაზე მნიშვნელოვანი – იქნება თუ არა კითხვები ორმაგი რეგისტრაციის თვითმფრინავების მიმართ. მაგრამ თუ საქართველოს მხრიდან არ იქნება რთულად შესასრულებელი პირობები დაყენებული, მაშინ ერთი თვის განმავლობაში რეალურია პირდაპირი რეისების გაშვება. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ტურინდუსტრიისთვის საქართველო საინტერესო და საჭიროა”, – თქვა მან.

მურადიანმა განმარტა, რომ ტურები საქართველოში ამ დრომდე იყიდება, მაგრამ სახმელეთო ტრანსპორტით ან ტრანსფერით მესამე ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები