ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები ჯგუფის მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის წევრებმა მუშაობის სამოქმედო გეგმა განიხილეს. განისაზღვრა საკითხები, რომელზეც ჯგუფი იმუშავებს. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები