ალუდა ღუდუშაური – “ქოლცენტრების საქმეზე”: გიორგი ვაშაძე, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გრძნობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხშირად აკეთებს ხმაურიან განცხადებებს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელშიც თავად არის გარეული.

“ბატონი ვაშაძე, როგორც მინიმუმ, უხერხულობას უნდა გრძნობდეს. ზოგადად, ხმაურიან განცხადებებს აკეთებს ხოლმე ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელშიც მერე თვითონ აღმოჩნდება ხოლმე ან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები