ალუდა ღუდუშაური: კარგად დავინახეთ, ბუნებრივმა ბარიერმა რა „სიკეთე” მოუტანა ქვეყანას, 5-პროცენტიან ბარიერში ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას
კარგად დავინახეთ, ბუნებრივმა ბარიერმა რა „სიკეთე” მოუტანა ქვეყანას – 5-პროცენტიან ბარიერში ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
დეპუტატი მოუწოდებს ოპოზიციას, “წუწუნს თავი დაანებონ”.
„თუ პოლიტიკაში ხარ და ამბიცია გაქვს – პოლიტიკას ქმნიდე, საზოგადოების სახელით საუბრობდე, უნდა გქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა. კარგად დავინახეთ ბუნებრივმა ბარიერმა რა “სიკეთე” მოუტანა ქვეყანას. 5 – პროცენტიანი ბარიერი სწორედ რომ არაერთ წამყვან ევროპულ ქვეყანაშია და ზოგიერთ შემთხვევაში – ამაზე მაღალიც. ვურჩევდი ყველას, ზედმეტ წუწუნს და აჟიოტაჟს თავი დაანებონ. 5 პროცენტიან ბარიერში ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას. თუ აქვთ რაიმე დივიდენდი პოლიტიკური დაგროვილი, მოვიდნენ შეგვეჯიბრონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.