ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ ირანელ დიპლომატს საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე
ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარების დარეგულირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები, საპარლამენტო ურთიერთობები და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები