ბჟანია მიშუსტინს შეხვდა – რუსეთის პრემიერი სოხუმის აეროპორტით დაინტერსდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, კავკასიის საინვესტიციო გამოფენის ფარგლებში, რუსეთის პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინს შეხვდა.

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, „ასლან ბჟანიან და მიხეილ მიშუსტინმა აფხაზეთში განსახორციელებელი პერსპექტიული პროექტების, გაზიფიკაციისა და ტურიზმის სფეროში სხვა პროექტების საკითხებზე ისაუბრეს“.

აღნიშნულია, რომ “აფხაზური სტენდის შესწავლისას პრემიერმინისტრი სოხუმის აეროპორტით დაინტერესდა.”

ბჟანიამ კი იმედი გამოთქვა, რომ “საჰაერო ნავსადგური რუსეთის მხარდაჭერით მალე ამოქმედდება”.

გარდა ამისა, მიშუსტინმა დამსწრეებს გაუზიარა მოგონებები აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების – რიწის ტბის და ახალი ათონის მღვიმის შესახებ და აღნიშნა, რომ იქ დიდი ხანია, არ ყოფილა.

თავის მხრივ, ბჟანიამ რუსეთის პრემიერი ე.წ. რესპუბლიკაში მიიწვია, მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები