რევაზ ჯაველიძე: კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერმინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე

კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერმინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ პრემიერმინისტრის უნგრეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია უნგრეთთან თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში განიხილავს. „დღეიდან იწყება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი უნგრეთში. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ოფიციალურად იხსნება კონფერენცია, რომელშიც პრემიერმინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და მას ექნება შესაძლებლობა მიმართოს დამსწრე საზოგადოებას თავისი გამოსვლით, რომელშიც გამახვილდება ყურადღება იმ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. გვექნება შესაძლებლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა უნგრეთთან და ასევე, განხილული იქნება საკითხი, რაც დაკავშირებული არის წლევანდელ წელს გაფართოებულ სამთავრობო შეხვედრასთან, რომელიც საქართველოში იგეგმება უნგრეთის და საქართველოს მთავრობების მონაწილეობით”,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები