ილია დარჩიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს ჰაიმ კაცს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები