ოკუპანტებმა “შაჰედების” გამოყენებით კროპივნიცკში ნავთობბაზა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბეს, მათ შორის, კიევი. თუმცა, დედაქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა დრონის მოგერიება შეძლეს.

ამასთან, “შაჰედების” გამოყენებით უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიში ნავთობის ბაზა დაიბომბა.

ამის შესახებ კიროვოგრადის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი რაიკოვიჩმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იერიში სამი დრონით მოხდა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, „შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო”.

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ღამის თავდასხმაში 26 “შაჰედი” მონაწილეობდა, მათგან 21-ის ჩამოგდება მოხერხდა.

დნიპროში დრონი ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა.

ზაპოროჟიეში კერძო სახლი დაინგრა, კიდევ 40 დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები