გერმანული მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ რაიმე ვალდებულებების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატოს 2008 წლის დეკლარაციას
გერმანული სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან აშშ და გერმანია, ცოტა ხნის წინ დახურულ კარს მიღმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ რაიმე ვალდებულებების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატოს 2008 წლის დეკლარაციას.
აღნიშნულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდნენ, მაგრამ გაწევრიანების კონკრეტული ვადები მითითებული არ არის.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ მოუწოდა ნატოს, ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე უკრაინას სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად გზა გაუხსნას.