უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 478 ბავშვი დაიღუპა – პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 478 ბავშვი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის შეფასებით, ომის დაწყებიდან 960 ბავშვი დაშავდა.

აღნიშნულია, რომ ციფრი საბოლოო არ არის, რადგან მათი დადგენის სამუშაოები საბრძოლო მოქმედებების ადგილებში გრძელდება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან – 2023 წლის 23 აპრილამდე, უკრაინაში 8574 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 6 611 ადამიანი დაიღუპა უკრაინის კანონიერი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ხოლო 1 913 – რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები