უმაღლესმა რადამ ტერმინი „რაშიზმი“ დააკანონა
უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონმდებლობაში სიტყვა „რაშიზმი“ შემოიღო და დაამტკიცა რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის მიერ რაშიზმის იდეოლოგიის გამოყენების რაშიზმის პრინციპებისა და პრაქტიკის გმობის შესახებ.”
უმაღლესი რადას დეპუტატებმა დოკუმენტის ტექსტში შეაგროვეს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების განმარტებები და მახასიათებლები და დაასკვნეს, რომ “რაშიზმი”- თანამედროვე რუსული ფაშიზმია.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა, არაპროვოცირებულმა ომმა მთელ მსოფლიოს უჩვენა პუტინის პოლიტიკური რეჟიმის რეალური არსი, როგორც ნეოიმპერიული, ტოტალიტარული დიქტატურის, რომელიც მიჰყვება წარსულის ყველაზე უარეს პრაქტიკას და განასახიერებს ფაშიზმისა და ნაციონალურ-სოციალიზმის იდეებს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მათი დოკუმენტი საბოლოოდ ჩამოაყალიბებს საერთაშორისო ინსტიტუტების ერთიან მიდგომას რუსული პოლიტიკის მიმართ, რაც გახდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საფუძველი.