“უკრაინის ჯარმა აპრილში 15 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა” – შოიგუ

უკრაინის ჯარებმა აპრილში 15 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგეს, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.

“რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურ ბრძოლებს ახორციელებენ ფრონტის მთელ ხაზზე. დასავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო სამხედრო დახმარების მიუხედავად, მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ 15000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს”, – განაცხადა შოიგუმ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთმა ბოლო ხუთ თვეში ბახმუტში 20 000 ადამიანი დაკარგა, მათგან ნახევარი „ვაგნერის“ ჯგუფიდანაა.

როგორც მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინაში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 100 000 ჯარისკაცს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები