“უკრაინის არმიამ აპრილში მძიმე ტექნიკის 430 ერთეული დაკარგა” – შოიგუ
უკრაინის არმიამ აპრილში 430 ტანკი და ჯავშანტექნიკა დაკარგა, ასევე, დანაკარგს შორისაა 277 დრონი და რვა თვითმფრინავი, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.
„ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს რვა თვითმფრინავი, 277 უპილოტო საფრენი აპარატი, 430 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 18 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 225 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები“, – თქვა მან აპრილში უკრაინელების დანაკარგებზე საუბრისას.
რუსმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ „დასავლეთის მიერ უკრაინის ჯარისთვის მიწოდებული იარაღის ლიკვიდაციას“.