კრემლისთვის არაფერია ცნობილი ვატიკანის მონაწილეობით სამშვიდობო მისიის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლისთვის არაფერია ცნობილი ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ, რომელზეც მან 30 აპრილს ისაუბრა.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პესკოვმა თქვა, “არა, არაფერია ცნობილი”.

რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ვატიკანი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მისიაშია ჩართული, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ საჯარო არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს უთხრა, რომ “პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე მსგავს დისკუსიას უკრაინის სახელით არ დასთანხმებია. თუკი მოლაპარაკებებს აქვს ადგილი, ისინი ჩვენი ინფორმირებულობის და ლოცვა-კურთხევის გარეშე მიმდინარეობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები