“ნატოში უკრაინის გაწევრიანება 4 ქვეყანაზეა დამოკიდებული” – კულება
ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება, ალიანსის ოთხ წევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთი „დიდი და მნიშვნელოვანია“.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 1+1-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ალიანსის, დაახლოებით, ოთხი წევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანია ნატოში“, – თქვა კულებამ და დასძინა, რომ მათგან ერთ-ერთმა უკვე “ყოყმანი დაიწყო”.