ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენმა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია – გაიმარჯვოს

“ჩვენმა სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია  -,გაიმარჯვოს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა ოკუპანტისაგან”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველა ოჯახს ნორმალური ცხოვრება დაუბრუნდება.

„ყველამ, ვინც ახორციელებს დეოკუპაციას, დაამტკიცა, რომ, ლურჯ და ყვითელ დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება დაუბრუნდება ყველა ადამიანს და ყველა ოჯახს. ჩვენი მიზანია, ეს ცხოვრება დავუბრუნოთ მთელ უკრაინას, ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც ჯერ კიდევ დროებით ოკუპაციის ქვეშაა“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები