კიევი არ ფლობს ინფორმაციას ვატიკანის მონაწილეობით სამშვიდობო მისიის შესახებ

უკრაინაში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმ სამშვიდობო მისიის შესახებ, რომელშიც ვატიკანია ჩართული.

“პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე მსგავს დისკუსიას უკრაინის სახელით არ დასთანხმებია. თუკი მოლაპარაკებებს აქვს ადგილი, ისინი ჩვენი ინფორმირებულობის და ლოცვა-კურთხევის გარეშე მიმდინარეობს“, – განუცხადა CNN-ს პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

რომის პაპმა ფრანცისკემ 30 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვატიკანი ჩართულია უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შექმნილ მისიაში.

”მისია მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არ არის საჯარო”, – აღნიშნა პაპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები