უკრაინის პრეზიდენტი უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ განკარგულებები დასამტკიცებლად წარუდგინა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია.
ზელენსკის განკარგულებები ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს. ბოლოს ის 20 მაისამდე გახანგრძლივდა.