ჯონ კირბი: რუსეთმა, ბოლო 5 თვეში, ბახმუტში 20 000 ადამიანი დაკარგა, მათგან ნახევარი „ვაგნერის“ ჯგუფიდან

WASHINGTON, DC - MARCH 02: John Kirby, Coordinator for Strategic Communications at the National Security Council, answers questions during the daily press briefing at the White House on March 2, 2023 in Washington, DC. Kirby answered a range of questions primarily related to the ongoing war in Ukraine during the briefing. (Photo by Win McNamee/Getty Images)

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთმა ბოლო ხუთ თვეში ბახმუტში 20 000 ადამიანი დაკარგა, მათგან ნახევარი „ვაგნერის“ ჯგუფიდანაა.

როგორც მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინაში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 100 000 ჯარისკაცს აღწევს.

გარდა ამისა, როგორც Reuters წერს, კირბის თქმით, რუსეთის შეტევა ბახმუტში შეჩერდა და ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები