საფრანგეთის პრემიერი: ძალადობის სცენები მიუღებელია – მხარდაჭერა ჩვენს სამართალდამცველებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი ქვეყანაში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელი ძალადობის ფაქტებს გმობს და სამართალდამცველებს მხარდაჭერას უცხადებს.
„საფრანგეთის ბევრ ქალაქში, პირველი მაისი იყო პასუხისმგებლიანი მობილიზაციისა და ჩართულობის მომენტი. მით უფრო მიუღებელია ძალადობის სცენები. მხარდაჭერა ჩვენს სამართალდამცველებს“, – წერს ელისაბედ ბორნი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპირველმაისო აქციები მიმდინარეობს, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტები სოციალურ სამართლიანობას მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.
Dans de nombreuses villes de France, ce 1er mai a été un moment de mobilisation et d’engagement responsables. Les scènes de violence en marge des cortèges en sont d’autant plus inacceptables.
Soutien à nos forces de l’ordre.— Élisabeth BORNE (@Elisabeth_Borne) May 1, 2023