ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების ძალისხმევას

US Secretary of State Antony Blinken speaks during a Memorandum of Understanding (MOU) signing ceremony at the State Department in Washington, DC, on December 12, 2022. (Photo by EVELYN HOCKSTEIN / POOL / AFP) (Photo by EVELYN HOCKSTEIN/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე საუბარი გამართა.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ მხარს დაუჭერს სამშვიდობო პროცესს.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გაუზიარა მისი რწმენა, რომ მშვიდობა შესაძლებელია. მან ასევე გამოხატა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების ძალისხმევას და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები