ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რეგიონში სკოლა დაბომბეს, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

​რუსმა ოკუპანტებმა ნოვგოროდ-სევერსკის რაიონში სასწავლო დაწესებულებას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა.

ამის შესახებ ტელეგრამში ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა დაწერა.

“დაახლოებით, 15:37 საათზე ნოვგოროდ-სევერსკის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამჟამად არ მუშაობს, დარტყმა დაფიქსირდა. არსებობს მონაცემები ბავშვის დაღუპვის შესახებ, რომელიც იქვე იმყოფებოდა”, – ხაზგასმით აღნიშნა ჩაუსმა.

მისი თქმით, სავარაუდო დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები